Loopex არის ტექნოლოგიურად განვითარებული პლატფორმა, აღჭურვილი მოწინავე სავაჭრო ინსტრუმენტებით, რომლებიც ამარტივებენ და ავტომატიზებულს ხდიან კრიპტოვალუტების გაცვლის პროცესს.ასევე, Loopex პლატფორმის მახასიათებლებია დაბალი სავაჭრო კომისიები (0.1 %) და XLP ტოკენის ინტეგრირება საკომისიოების კიდევ უფრო მეტად შემცირების მიზნით. XLP ტოკენით გადახდისას ჩვენი კლიენტები მიიღებენ 50%-იან ფასდაკლებას ყველა გაცვლით ოპერაციაზე. მომხმარებლებს, რომელთაც ბირჟის ანგარიშზე ექნებათ 400 000 XLP ან მეტი, ენიჭებათ VIP კლიენტის სტატუსი.

VIP კლიენტებისათვის პლატფორმაზე ვაჭრობა უფასოა!

VIP სტატუსის მიღების კიდევ ერთი საშუალება არის ICO-ს ეტაპზე 30 000 XLP- ის (195$ ) შეძენა. VIP ინვესტორებს სტატუსი შეუნარჩუნდებათ 2020 წლის 1 იანვრამდე. აღსანიშნავია, რომ თუ ICO ინვესტორი VIP სტატუსის მიღების შემდგომ გაყიდის შეძენილ ტოკენებს, მომავალში, სტატუსის აღდგენისათვის საკმარისი იქნება მომხმარებელმა თავისი საბირჟო ანგარიში შეავსოს 30 000 XLP-მდე ნაცვლად 400 000 XLP – სა.

ICO

კომპანია Loopex-თვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ნდობის ფაქტორი. ამიტომაც ICO-ს ჩატარება გადავწყვიტეთ ბირჟის ამუშავების შემდგომ. XLP ტოკენების საერთო რაოდენობა არის 1 000 000 000. ICO-სთვის გამოყოფილია 400 000 000 XLP (მთლიანი რაოდენობის 40 % ). ICO-ს ეტაპზე 1(ერთი) XLP-ის ფასი იქნება 0.0065$. შედეგად, მთლიანი შეგროვებული თანხის ოდენობა გაუტოლდება 2 600 000 $-ს. ჩვენ ვაპირებთ ამ სახსრების გამოყენებას პლატფორმის შემდგომი განვითარებისათვის, მარკეტინგისათვის და ლუპექსის გუნდის გაფართოებისთვის. 5 000 000 XLP დაიხარჯება Airdrop და Bounty კამპანიების ჩატარებისათვის. დარჩენილი მონეტები რეზერვის სახით შეინახება ლუპექსის ფონდში.

ICO-ს დასრულებამდე XLP ტოკენების ყიდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საიტზე www.loopex.io. Loopex-ის ICO არ არის ვადებში შეზღუდული და იგი დამთავრდება 400 000 000 XLP-ის გაყიდვის შემდგომ.

ICO-ს დასრულების შემდეგ მომხმარებლებს მიეცემათ Loopex ტოკენებით თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა შემდეგ წყვილებში: XLP/BTC, XLP/ETH, XLP/USDT.

მომავალში, კომპანიის მოგების ზრდის მიზნით, ჩვენ ეტაპობრივად მოვახდენთ ტოკენების გამოსყიდვას და დაწვას. ეს პროცესი ავტომატურად გამოიწვევს მათი ფასის ზრდას. XLP ტოკენების გამოსყიდვის ოფიციალურ გეგმას წარმოვადგენთ 2019 წლის პირველ კვარტალში.

დაგავიწყდათ პაროლი? ჯერ არ შეგიქმნიათ მომხმარებლის ანგარიში?დარეგისტრირდით

ანგარიშის შექმნა

პაროლის აღდგენა

>