;

Loopex არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან მომსახურებას კრიპტოვალუტების სფეროში. ჩვენ ვქმნით კრიპტოვალუტების ფინანსურ ცენტრს მოწინავე ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მეშვეობით. ჩვენი მიზანი არის კრიპტოაქტივების გაცვლის პროცესი ავიყვანოთ სრულიად ახალ დონეზე. Loopex-ის გუნდი აკეთებს ყველაფერს, რათა პლატფორმაზე ვაჭრობა იყოს მაქსიმალურად კომფორტული, უსაფრთხო, მინიმალური დანახარჯებით.

ჩვენი უპირატესობები

ძლიერი, წარმატებაზე ორიენტირებული გუნდი

Loopex-ის გუნდი შედგება კრიპტოვალუტების, ფინანსური, იურიდიული და პროგრამირების სფეროების პროფესიონალებისაგან. ჩვენ გვჯერა ბლოკჩეინის პოტენციალის და ვიღწვით, რათა შევქმნათ ყველასთვის ხელმისაწვდომი ახალი შესაძლებლობები.

ავტომატიზებული ვაჭრობა

Loopex არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც თავის მომხმარებლებს სთვაზობს კრიპტოვალუტების გაცვლას მოწინავე ინსტრუმენტების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს ბირჟაზე მაქსიმალურად მარტივ და ავტომატიზებულ ვაჭრობას.

მინიმალური საკომისიოები

Loopex პლატფორმაზე კრიპტოვალუტის გაცვლის საკომისიო შეადგენს 0.1 %-ს. საკომისიოების XLP ტოკენებით დაფარვის შემთხვევაში, მომხმარებლები მიიღებენ 50 % -იან ფასდაკლებას ყველა შესრულებულ სავაჭრო ოპერაციაზე. თუ მომხმარებელს აქვს 400 000 ან მეტი XLP მას ენიჭება VIP სტატუსი და მისთვის პლატფორმაზე ვაჭრობა არის უფასო.

უსაფრთხოება

Loopex მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სრულად გააკონტროლონ მოწყობილობები და IP მისამართები, რომლებიდანაც მათ წვდომა აქვთ თავიანთ ანგარიშებთან. ასევე, უსაფრთხოების დონის გაზრდა შესაძლებელია სხვადასხვა სახის ორფაქტორიანი აუტენტიფიკაციის გამოყენებით. გარდა ამისა, ჩვენ შევიმუშავეთ და დავნერგეთ მონაცემთა ბაზის და ციფრული აქტივების განაწილებული შენახვის სისტემა.

დაგავიწყდათ პაროლი? ჯერ არ შეგიქმნიათ მომხმარებლის ანგარიში?დარეგისტრირდით
>